არქივი11 ივნისი, 2024, 08:53
რუსულმა „სუ-34”-მა ჩრდილოეთ ოსეთის მთებში კატასტროფა განიცადა
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების „სუ-34” ტიპის თვითმფრინავი, გეგმური სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს, ჩრდილოეთ ოსეთის მთებში ჩამოვარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, მთიან ტერიტორიაზე, თვითმფრინავი გეგმური სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა.
რუსული მედიის ინფორმაციით, “სუ-34”-ის ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა.
წინასწარი შეფასებით, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.