ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული ხორბლის საექსპორტო ფასები ორთვიან მაქსიმუმამდე გაიზარდა

რუსული ხორბლის საექსპორტო ფასები ორთვიან მაქსიმუმამდე გაიზარდა

რუსულ ხორბალზე საექსპორტო მოთხოვნის ფასებმა იანვარში მიწოდებისთვის ორთვიან მაქსიმუმს მიაღწია და შეადგინა 235 აშშ დოლარი ტონაზე , რაც 7 დოლარით მეტია ვიდრე ერთი კვირით ადრე, განუცხადეს ინტერფაქსს ანალიტიკურ ცენტრ „რუს–აგრო–ტრანსში“.
ამასთან, ხორბლის მიწოდების ფასები კიდევ უფრო მაღალია - ტონაზე 240 დოლარი.
კვირის განმავლობაში ფრანგული ხორბალი 2 დოლარით გაძვირდა და ტონაზე 242 აშშ დოლარი შეადგინა, გერმანული ხორბლის ფასი არ შეცვლილა - 254 დოლარი, ამერიკული ხორბალი - 5 დოლარით, ტონაზე 244 დოლარამდე შემცირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.