ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღება სამწუხარო დღეა საქართველოსთვის - სენატორი ბენ კარდინი

რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღება სამწუხარო დღეა საქართველოსთვის - სენატორი ბენ კარდინი
რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღება სამწუხარო დღეა საქართველოსთვის, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
„რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღება სამწუხარო დღეა საქართველოსთვის, მაგრამ ხალხმა აჩვენა, რომ უფლებას არ მისცემს ივანიშვილს, დაანგრიოს მათი დემოკრატია და წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ“, -წერს სენატორი ბენ კარდინი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.