რუსული „როსატომი“ საქართველოში ჰესების მშენებლობას გეგმავს

რუსული „როსატომი“ საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობას გეგმავს. ატომური ენერგიის კორპორაცია არის რუსეთის სახელმწიფო ჰოლდინგი. სწორედ “როსატომის” სანქცირების აქტს განიხილავს ამჟამად აშშ-ის კონგრესი. მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს მეორადი სანქციების დაწესებას უცხოელების მიმართაც, რომლებიც კომპანიასთან მუშაობენ.
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით გამოცემა “ტასს” ინტერვიუ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მისცა. მისი თქმით, დიდი ჰესის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება უკვე გააფორმეს ყაზახეთში, საქართველოსა და სომხეთში კი ისინი მცირე, 10 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესების აშენებას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ