რუსული პროპაგანდისტული მედია უკრაინასთან ომში ტყვედ აყვანილი ქართველი მებრძოლების ვიდეოს ავრცელებს

რუსული პროპაგანდისტული მედია უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ტყვედ აყვანილი ქართველი მებრძოლების შესახებ წერს და ვიდეოებს ავრცელებს, სადაც მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობრივი მოპყრობის ეპიზოდებია ასახული.
ვრცელდება ზეწოლით მოპოვებული ე.წ. აღიარებებიც, რომელთა საფუძველზეც გიორგი შუბითიძისა და გიორგი გოგლიძის მიმართ აგრესორი ქვეყანა მძიმე ბრალდებებზე საუბრობს. ში მიმდინარე საომარ ოპერაციებში მონაწილეობის გარდა, საუბარია 2014 წლის მაიდნის მოვლენებში მათ მონაწილეობაზეც.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შუბითიძე და გიორგი გოგლიძე ოკუპანტებმა გასულ კვირას დაატყვევეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი უფლებების დასაცავად მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს. თუმცა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოს არ აქვს რუსეთთან სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე მოლაპარაკების რესურსი და ეს უკრაინამ უნდა გააკეთოს.