რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, მიყენებულმა ზარალმა, ერთ ტრილიონ რუბლს გადააჭარბა – გოგიტა სურამელაშვილი

რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, მიყენებულმა ზარალმა, ერთ ტრილიონ რუბლს გადააჭარბა – გოგიტა სურამელაშვილი
რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, მიყენებულმა ზარალმა, ერთ ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, იუწყება “Коммерсант”-ი, – ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
Bloomberg-ის გამოთვლებით, უკრაინამ, 2025 წელს, რუსეთის ნავთობის ობიექტებზე 120 თავდასხმა განახორციელა. დარტყმების უმეტესობა ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე (81), ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობისა და გაზის საბადოებზე (27), მილსადენებზე და ტანკერებზე (4) განხორციელდა.
„ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რუსეთში, „ტერორიზმისა“ და „საბოტაჟის“ დაზღვევის სეგმენტში, ზარალის კოეფიციენტი გაიზარდა და უკვე 100%-ს გადააჭარბა – ასევე იუწყება Коммерсант-ი, წამყვან რუსულ სადაზღვევო კომპანიების ინფორმაციაზე დაყრდნობით.თავდასხმები აგრეთვე ხორციელდება იმ ობიექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსეთის ეკონომიკის მდგრადობას: ნავთობქიმიური, გაზისა და ელექტროენერგიის სექტორის საწარმოები, ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტები.
სადაზღვევო კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით, Коммерсант-ი, ასევე წერს, რომ მზარდმა დანაკარგებმა სადაზღვევო ტარიფების ზრდა გამოიწვია“, – წერს გოგიტა სურამელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას