რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის შვიდ ოლქში 110 უკრაინული დრონი გაანადგურეს, დაშავდა ოთხი ადამიანი

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ ქვეყნის ტერიტორიაზე 110 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დრონები განადგურდა კურსკის, ლიპეცკის, ორიოლის, ნიჟნი ნოვგოროდის, ბელგოროდის, ბრიანსკის და მოსკოვის ოლქებში.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 110 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნაქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 43 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანეიტრალეს, 27 – ლიპეცკის ოლქში, 18 – ორიოლში, 8 – ნიჟნი ნოვგოროდში, 7 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 6 – ბრიანსკში და ერთი – მოსკოვის ოლქში.
ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორის, გლებ ნიკიტინის თქმით, ძერჟინსკის ინდუსტრიულ ზონაში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ერთ-ერთი საწარმოს სახანძრო განყოფილების ოთხი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა და სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)