პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ბრიანსკის ოლქის თავზე სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა „ტელეგრამ“ არხზე განმარტა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და დაზიანება და ნგრევა არ მომხდარა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.