რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმა მოიგერიეს, სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგო, რომლებიც დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ, – ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა კოლომნასა და რამენსკოეში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ზარალი ან მსხვერპლი არ ყოფილა“, – წერს სობიანინი „ტელეგრამ“ არხზე.
ამასთან, რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვის დომოდედოვოს, ჟუკოვსკის და ვნუკოვოს აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს, თუმცა მოგვიანებით განაახლეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია რიაზანის, ტულას, კურსკისა და ლიპეცკის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების მოგერიების შესახებ.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ საღამოს განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში, ასევე ყირიმის თავზე 49 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ