ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული „მი-8“ ვერტმფრენის ნამსხვრევები, რომელიც საწვრთნელი ფრენის დროს გაუჩინარდა, კარელიაში აღმოაჩინეს

კარელიაში, ონეგის ტბის წყლებში „მი-8“ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„„მი-8“ ვერტმფრენის ნამსხვრევები ნაპირიდან 11 კილომეტრში აღმოაჩინეს. აღმოჩენის ადგილზე ტბის სიღრმე 40-დან 50 მეტრამდეა. შექმნილია ოპერატიული შტაბი და შემთხვევის გამოსაძიებელი კომისია. სამუშაოებში ჩართულია 140-ზე მეტი ადამიანი და 33 ერთეული ტექნიკა“, - აცხადებენ უწყებაში.
„მი-8“-სთან კავშირი ონეგას ტბის წყლების თავზე საწვრთნელი ფრენის დროს შეწყდა. თვითმფრინავი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილო-დასავლეთის საავიაციო სამაშველო ცენტრს ეკუთვნის. როგორც ცნობილია, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.