ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მედია - ტამბოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

რუსული მედია - ტამბოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

რუსეთის ტამბოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ევგენი პერვიშოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„განახლებული ინფორმაციის თანახმად, შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიეს და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა“, - აცხადებს ტამბოვის ოლქის გუბერნატორი.
გუბერნატორის ცნობით, რამდენიმე დრონი ქალაქ კოტოვსკში მდებარე ორ საცხოვრებელ კორპუსს შეეხაჯა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქში საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 85 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.