ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მედია: რუსულმა თვითმფრინავმა შემთხვევით ბომბი ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდო

რუსული მედია: რუსულმა თვითმფრინავმა შემთხვევით ბომბი ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდო

რუსული Telegram-არხი ASTRA საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბელგოროდის ოლქში რუსულმა თვითმფრინავმა საცხოვრებელ სახლთან შემთხვევით ბომბი ჩამოაგდო, რის შედეგადაც სამმა ადამიანმა, მათ შორის 13 წლის გოგომ, ტრავმა მიიღო.

ASTRA-ს მიხედვით, 17 აგვისტოს დასახლება სტრელეცკოეში რუსულმა თვითმფრინავმა ФАБ-ის ტიპის ბომბი შემთხვევით საცხოვრებელ სახლთან ჩამოაგდო, თუმცა ის არ აფეთქებულა.

Telegram-არხი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის შედეგად 35 წლის ალექსეი ვორობიევი, 46 წლის ნატალია კუჩაბო და მისი 13 წლის შვილი დაშავდნენ.

პარალელურად, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ასევე წერს, რომ 13 წლის გოგო და დედამისი დაშავდნენ, თუმცა მიზეზად დრონებით იერიშს ასახელებს.

როგორც ASTRA წერს, მათი მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე რუსეთის შიგნით და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ თვითმფრინავებს, სულ მცირე, 104 ბომბა ჩამოუვარდათ, ხოლო 2024 წლიდან ამ ტერიტორიებზე, სულ მცირე, 165 ბომბა ჩამოვარდა შემთხვევით.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.