ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მედია - რუსეთის სარატოვის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსული მედია - რუსეთის სარატოვის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის სარატოვის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის ცნობით, ქარხანაში ხანძარი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონები გაანადგურეს. სარატოვში სამრეწველო ქარხანა დაზიანდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ“, - წერს რომან ბუსარგინი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა ქალაქ ენგელსზეც განხორციელდა, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ავიაბაზა მდებარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.