რუსული მედია – ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კრემლში შეხვედრისას უმაღლესმა მთავარსარდალმა საბრძოლო საკონტაქტო ხაზზე არსებული ვითარების შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოხსენება მოისმინა და განაცხადა, რომ რუსული მხარე აჩერებს ყველა საომარ მოქმედებას 19 აპრილის 18 საათიდან [მოსკოვის დროით], 21 აპრილის 00:00 საათამდე [მოსკოვის დროით]“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას მოუწოდა, რომ სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის მაგალითს მიჰყვეს.
„სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეაქცია გვაჩვენებს, თუ რამდენად გულწრფელია კიევის უნარი და სურვილი, სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა გერასიმოვთან შეხვედრაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე – შოვის განაშენიანების გეგმა უნდა გაუქმდეს, გარემოსდაცვითი შეფასება უნდა დაიწყოს – არ შეიძლება კალაპოტში ვაშენოთ, იგივე იყო ვერეს ხეობაში, მთელი უბედურება იმაშია, რომ ვაგრძელებთ და ვერ გავიგეთ