ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული კანონის II მოსმენით განხილვა კომიტეტში 29 აპრილს გაიმართება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა ორშაბათს, 29 აპრილს, გაიმართება.
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონსის მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ორშაბათს, დილის 9 საათზეა ჩანიშნული.
დღის წესრიგით, კომიტეტს განსახილველად 4 საკითხი აქვს, მათ შორის ერთ-ერთია რუსული კანონი, რომელიც მეორე მოსმენით უკვე მუხლობრივად უნდა განიხილონ.
ამასთან, 29 აპრილს, საღამოს პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილია რუსული კანონის მხარდამჭერი აქცია. ამ ადგილზე უკვე მეორე კვირაა რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება.
რუსული კანონი „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის განხილვა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. რუსული კანონის განხილვისას დაძაბულობა იყო პარლამენტშიც და განხილვის დროს როგორც კომიტეტი, ასევე პლენარული სხდომა არაერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დაატოვებინეს.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში, 2012 წლიდან დღემდე, ეტაპობრივად გააქრო ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება და სამოქალაქო ორგანიზაცია.
ამავე თემაზე:
· „კრემლისგან შთაგონებული კანონმდებლობა“ — ვაშინგტონმა რიტორიკა დაამძიმა
· ევროპარლამენტარი: ამ კანონს ქვეყანა რუსეთში მიჰყავს და არა ევროკავშირში
· სრული სოლიდარობა საქართველოს მოქალაქეებს – ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმდჯომარე

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.