რუსული კანონის წინააღმდეგ NGO-ების სარჩელი მზადაა - მას საკონსტიტუციოში დღეს შეიტანენ
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი უკვე მზად არის და სასამართლოში დღეს გაიგზავნება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სარჩელის მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად.
"რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედ არის გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელთანაც ეს სუბიექტები ითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას. ამასთან გაცნობებთ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.