რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის ქართველი კაპიტნის მეუღლე აშშ-ს ფერდერალურ სააგენტოს უჩივის

რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის  „Marinera“-ს ქართველი კაპიტნის მეუღლე ამერიკის ფერდერალურ სააგენტოს უჩივის. ნათია ძაძამიას მტკიცებით, კაპიტანი უკანონოდ არის დაკავებული და ამ გარემოების დამტკიცებას ედინბურგის სასამართლოში აპირებს.

შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი 7 იანვარს დააკავა. ოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ტანკერმა, რომელიც თავდაპირველად Bella-1-ის სახელით იყო ცნობილი, აშშ-ის საზღვაო “ბლოკადა” სანქცირებული ტანკერებით გადალახა და აშშ-ის სანაპირო დაცვის მცდელობებს მასზე ასვლის თაობაზე უარი უთხრა.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გემი აშშ-ის სანქციების დარღვევის გამო დააკავა.

ნავთობტანკერი ამ ეტაპზე  ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებშია გაჩერებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი