რუსტემ უმეროვი - ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებას მიმდინარე თვის ბოლომდე შევძლებთ

ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებას მიმდინარე თვის ბოლომდე შევძლებთ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
„ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის გამართულ ნაყოფიერ და კონსტრუქციულ შეხვედრებს, ასევე, ომის დასრულების მიზნით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას ვაფასებთ“, - წერს რუსტემ უმეროვი X-ზე.
მისი თქმით, „დელეგაციებმა ჟენევაში მოლაპარაკებების დროს შეთანხმების ძირითად საკითხებზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს“.
„ვიმედოვნებთ, რომ ნოემბერში, ყველაზე ადრეულ ვადაში, აშშ-ში პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებას შევძლებთ, რათა საბოლოო ნაბიჯებზე მუშაობა დავასრულოთ და პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმებას მივაღწიოთ“, - აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.