რუსტემ უმეროვი – ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო – რეალური პროგრესი იქნა მიღწეული

ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო – რეალური პროგრესი იქნა მიღწეული , – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
„ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც მშვიდობასთან დაგვაახლოებს“, – წერს უმეროვი X-ზე.
მისი თქმით, „ახლა მედიაში ბევრი ანონიმური სპეკულაცია ვრცელდება“.
„ჭორებსა და პროვოკაციებს ნუ დაუჯერებთ. სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით ამერიკული გუნდი უკიდურესად კონსტრუქციულად მუშაობს, რათა უკრაინას ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზის პოვნაში დაეხმაროს. უკრაინული გუნდი პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლიერია“, – აცხადებს უმეროვი.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 2008 წლის ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა