რუსტემ უმეროვი – ამერიკის გუნდთან დისკუსია იყო პროდუქტიული – ზელენსკის მიზანია, უზრუნველყოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, შესაბამისად, მთელი ევროპისთვის

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში პროდუქტიული იყო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა ამერიკის გუნდთან. დისკუსია იყო პროდუქტიული და ფოკუსირებული – განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, მათ შორის ენერგეტიკის საკითხი.პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანია, უზრუნველყოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის და, შესაბამისად, მთელი ევროპისთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს მიზანი რეალობად იქცეს”, – წერს უმეროვი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – იმის არაღიარება, რომ პირდაპირი კორელაციაა კეთილდღეობის ზრდასა და დემოგრაფიული გამოწვევების ზრდას შორის, იგივეა, რომ მეცნიერება არ ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ დედამიწა ბრტყელია

მერაბ მეტრეველი: კობახიძე ცდილობს რუსების მიერ დაპყრობილ ერებს: ქართველებს, სომხებს, ესტონელებს და ა.შ. ისეთივე პასუხისმგებლობა დააკისროს საბჭოთა კავშირის დანაშაულებზე, როგორი პასუხისმგებლობაც აქვთ რუსებს (ვიდეო)