არქივი5 დეკემბერი, 2023, 10:34
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს | დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები
უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ექიმებს, რომლებიც სასწრაფოდ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, მხოლოდ სიკვდილის დადასტურება მოუხდათ," - წერს Telegram-ზე ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი.
უკრაინის პროკურატურა კი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.