რუსი სამხედროების დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი უკვე გაათავისუფლეს.
ისინი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 2023 წლის ნოემბერში დააკავეს და ცხინვალში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ სუსი მათი გათავისუფლების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მელაძე და კოორინთელი უკვე იმყოფებიან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე.
“გიორგი მელაძისა და დიტო კორინთელის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში’, – აცხადებს სუსი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე