არქივი8 იანვარი 2024, 07:34
რუსი ჟურნალისტი, ალექსანდრ რიბინი, როსტოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს
რუსი ჟურნალისტი, ალექსანდრ რიბინი, როსტოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ონლაინ ჟურნალ "Рабкор"-ის ტელეგრამის არხი იტყობინება.
გარდაცვლილის დედის თქმით, რიბინის ცხედარი ქალაქ შახტის რეგიონში საავტომობილო გზასთან იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
რიბინი "Рабкор"-ის მუდმივი ავტორი იყო და ასევე რუსულ მედია Lenta.ru-სთან შტატგარეშედ მუშაობდა. "Рабкор"-ის ტელეგრამის არხის მიხედვით, გარდაცვლილი ჟურნალისტი ეთერში უკანასკნელად 30 დეკემბერს, მარიუპოლიდან ჩაერთო, რათა ქალაქის მდგომარეობის შესახებ მოეყოლა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.