ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქს თავს დაესხნენ | არიან დაშავებულები

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც, სულ მცირე, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. დაზიანდა შენობები.
ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, 55 წლის კაცს დაზიანება კიდურებზე აღენიშნებოდა, 51 წლის მოქალაქეს კი თავის არეში. სამედიცინო დაწესებულებასთან ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად კი დაშავდა სამუშაო ადგილზე მყოფი ერთ-ერთი ექიმი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.