რუსი მოდელი, რომელიც ტეო ერნანდეს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, შესაძლოა, თავად დააპატიმრონ

Daily Mail-ის ცნობით, 28 წლის რუსი მოდელი ლუიზა კრემლიოვა, რომელსაც ესპანეთის მოქალაქეობაც აქვს, შესაძლოა, დააპატიმრონ.
მან 2017 წელს "მილანის" ამჟამინდელი მცველი ტეო ერნანდესი გაუპატიურებაში დაადანაშაულა და განაცხარა, რომ ფრანგმა ის მარბელას ღამის კლუბთან Porsche Cayenne-ში გააუპატიურა და ასევე ავტომობილიდან გადმოსვლისას ფეხბურთელმა მას მუხლი დაუზიანა.
გამოძიებამ ღამის კლუბთან არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღო, საიდანაც ირკვევა, რომ კრემლიოვა წაიქცა და მუხლი ასე დაიზიანა. მოსამართლემ დაადგინა, რომ დანაშაულის მტკიცებულება არ არსებობს და ტეოს წინააღმდეგ დავა შეწყდა. თავად ერნანდესმა განაცხადა, რომ კრემლიოვასთან სექსუალური ურთიერთობა მართლაც
ჰქონდა, თუმცა ეს ორმხირივ თანხმობით მოხდა.
ახლა კი ირკვევა, რომ 28 ოქტომბერს კრემლიოვა გამოცხადდება მალაგას სასამართლოში, გაუპატიურების შესახებ ცრუ განცხადების გაკეთების ბრალდებით. პროკარუტრა ქალბატონის მიმართ 2-წლიან პატიმრობას და 12000 ფუნტის ოდენობის ჯარიმას ითხოვს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.