რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთავში, მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობასთან შეთანხმებით, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაციაა. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის უბანში, შიდა ეზოებისა და შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაცია, აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.
,,იმ პროექტებთან ერთად, რომელსაც რუსთავის მერიის გუნდი ცენტრალური უბნების განვითარების მიზნით ვახორციელებთ, ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები შიდა საუბნო სივრცეების მოსაწყობად. ჭყონდიდელის სახელობის უბანში, ერთდროულად 11 ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება. პროექტი გულისხმობს, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, ასევე ეზოების მოასფალტებასა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული უბანი კიდევ უფრო კომფორტული გახდება თითოეული რუსთაველისთვის“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ჯავახიშვილის, გიორგაძისა და გრანელის ქუჩებზე არსებულ ეზოებში, ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, გათვალისწინებულია ტროტუარებისა და ბორდიურების განახლებაც. პროექტის ფარგლებში, 11 საცხოვრებელი კორპუსის შიდა საუბნო გზების სრული განახლებაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება, 858 140 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს რუსთავში, 74 912 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. სატენდერო პროცედურები ძირითად პროექტებზე უკვე დასრულებულია.
Previous: კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ქაოსია, რადგან საკუთარი დავალების მიმცემების, დამფინანსებლებისა და პატრონების წინაშე დაკისრებული და აღებული მოვალეობები ვერ შეასრულეს

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები