ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთავში რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა და ქალაქის მერიის შენობამდე მსვლელობას მართავს

რუსთავში რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა და ქალაქის მერიის შენობამდე მსვლელობას მართავს

რუსთავში რამდენიმე, მათ შორის, მე-4, 21-ე, 22-ე და 24-ე სკოლების მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა და ქალაქის მერიის შენობამდე მსვლელობას მართავს.
მოსწავლეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, ბანერები სხვადასხვა წარწერით. უფრო კონკრეტულად პლაკატებზე ვხედავთ შემდეგ წარწერას - „ქართული განათლება საფრთხეშია“.
ისინი სკანდირებენ - „არა რუსულ რეჟიმს!“, „საქართველო“, „გამოდით!“
„ყველა ერთად გამოვედით და ყველა ერთად ვართ. მარში გვაქვს. გვინდა, რომ ყველა გამოვიდეთ, ყველა წავალთ ევროპისკენ“,- აცხადებს საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.