არქივი22 მაისი, 2024, 10:06
რუსთავში ორი ქალი მოკლეს - ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე კაცი დააკავეს
22 მაისს რუსთავში, ქალაქის ცენტრში, მერიიდან დაახლოებით 300 მეტრში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს.
მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.