არქივი1 დეკემბერი, 2024, 20:10
რუსთავში მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

რუსთავში მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მოქალაქეები მეგობრობის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
აქცია-მსვლელობის მონაწილეები ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
მსვლელობისას მოქალაქეები სკანდირებენ: „გამოდით“, რითაც მოქალაქეებს საპროტესტო მსვლელობის შეერთებისაკენ მოუწოდებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ღამის საათებში თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.