ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 ადამიანის მოკვლისა და ერთის დაჭრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ორველაშვილის ძმაა და სანადირო თოფი, რომლითაც გუშინ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა, სავარაუდოდ, ძმას ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 თებერვალს, ახალგაზრდა კაცმა, რუსთავში, ე.წ ” სტამბოლის ბაზრობაზე” სანადირო თოფით 4 ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა. დაჭრილი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება და მძიმე მდგომარეობაშია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.