ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთავში კონკურსის - "წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია შედგა

რუსთავში კონკურსის - "წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია შედგა. წლევანდელი ჯილდო კოლეჯ "ბლექსის" მიერ წარდგენილმა პროექტმა დაიმსახურა, რომელიც ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით მომზადდა.
კონკურსი პირველად შარშან ჩატარდა და პირველი ჯილდო რუსთავს ერგო წილად. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით წამოწყებული კონკურსის მიზნად რეგიონებში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება სახელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.