ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაჭრილ 26 წლის მამაკაცს სამ საათზე მეტია რაც ოპერაცია უტარდება

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაჭრილ 26 წლის მამაკაცს კლინიკა „რუსთავში“ სამ საათზე მეტია რაც ოპერაცია უტარდება.
მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით აქვს მიყენებული. პაციენტის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. მას მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცლის არეში, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაჭრილია. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი 1988 წელს დაბადებული გ.ო. სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.