ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთავში დავაკავეთ “ისლამური სახელმწიფოს” წევრი, ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე – სუს

რუსთავში დავაკავეთ “ისლამური სახელმწიფოს” წევრი, ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს ინტერპოლით ძებნილი პირი, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” წევრია. დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა და აიყვანეს ქალაქ რუსთავში.
“გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.
კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულის ჩხრეკის შედეგად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ამოიღეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.