“რუსთავის წყალი” და GWP გაერთიანდა – რუსთავის მოსახლეობას GWP მოემსახურება

დღეიდან, კომპანიების – “რუსთავის წყლისა” და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) გაერთიანების შედეგად, ქალაქ რუსთავის აბონენტებს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოემსახურება. რუსთავის წყალი, როგორც იურიდიული პირი აღარ იარსებებს, – ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
“ქალაქ რუსთავის მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფას „ჯივიპი“ გააგრძელებს. კომპანია მომხმარებლებს, როგორც წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების, ისე ახალ აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სრულ მომსახურებას გაუწევს.
„რუსთავის წყლის” „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” გაერთიანება ხელს შეუწყობს კომპანიის ეფექტიან მართვასა და ინვესტიციების შეუფერხებელ განხორციელებას.
ქალაქ რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის 22 00 11, „ჯივიპის“ ოფიციალური ვებგვერდისა (www.gwp.ge) და სოციალური ქსელების საშუალებით შეუძლიათ.
ქალაქ რუსთავის სერვის ცენტრი აბონენტების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. განაცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა მომხმარებლებს ასევე კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] შეეძლებათ“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება