ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" განცხადებით, ფრაქციის წევრის მამუკა ხელაიას წინააღმდეგ ბინძური კამპანიაა აგორებული

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის მამუკა ხელაიას წინააღმდეგ ბინძური კამპანიაა აგორებული.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერების და შესყიდვების პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თანაბარ პირობებში და კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა.
ამასთან, განმარტავენ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია სახელისუფლებო ბერკეტები და ამიტომაც ახდენენ ზეწოლას ბიზნესზე, ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის მამუკა ხელაიას წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას.
საზოგადოებას გვინდა, განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო ტენდერების და შესყიდვების პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თანაბარ პირობებში და კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა.
კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია სახელისუფლებო ბერკეტები და ამიტომაც თავიანთი პარტიული მედიის მეშვეობით ნაცადი ხერხით ახდენენ რეკეტს და ზეწოლას ბიზნესზე და ამით ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.