რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიიდან: “სარვამარტოდ ფული შევაგროვეთ და ისე ვუყიდეთ ქალბატონებს 2 ლარიანი იები. ჩვენ ასეთ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ”

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და პარტია “საქართველოსთვის” წევრი ნოდარ შეროზია ბიუჯეტს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ეს არ არის სწორი ბიუჯეტი საკრებულოსთან მიმართებაში.
“მე მაქვს კითხვა, ვისთან გაიარეთ საკრებულოს ბიუჯეტი. ჩემთან არ გაგივლიათ. 24 000 ლარი, რომელიც ეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პრემიების საკითხს, ეს თანხა არის ამოღებული. ეს იყო დანამატი. 78 000 ლარი არის მოთხოვნილი და 28 000 ლარით არის დაკმაყოფილებული. აქ ჩაშლილია, თაბახის ფურცლების შეძენის საკითხი, საკანცელარიო საქონელი, პრინტერების შესყიდვა, გამათბობლები, მაგიდა, კომპიუტერის აქსესუარები,” – განაცხადა ნოდარ შეროზიამ.
მისივე თქმით, საკრებულოს თანამშრომლებს თავად მოუწიათ სარვამარტოდ თანხის შეკრება, რათა ქალბატონებისთვის იები ეყიდათ.
“სარვამარტოდ ფული შევაგროვეთ და ისე ვუყიდეთ ქალბატონებს 2 ლარიანი იები. ჩვენ ასეთ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ. ეს არ არის სწორი ბიუჯეტი თვითონ საკრებულოსთან მიმართებაში,” – აღნიშნა ნოდარ შეროზიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები