პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთავის მერიამ ბაგა-ბაღებში პატარებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა

რუსთავის მერიამ, ქალაქის ბაგა-ბაღების ყველა აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები გადასცა. ტკბილეულისგან და სათამაშოსგან შემდგარი სასაჩუქრე ყუთი 5900-მა ბავშვმა მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პატარებისთვის საჩუქრების გადაცემას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე კახა გურული და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი 44-ე ბაგა-ბაღში დაესწრნენ.
ქალაქის მერმა პატარებს, მათ მშობლებს და ბაგა-ბაღის თანამშრომლებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„რუსთავში, 5900 პატარა, საბავშვო ბაღებში მერიისგან მიიღებს საახალწლო საჩუქარს. ეს უკვე ტრადიციაა - მეორე წელია, რაც საბავშვო ბაღებში ჩვენს პატარებს ტკბილეულით ვასაჩუქრებთ. ვცდილობთ, რომ ყველას შევუქმნათ საახალწლო განწყობა და მივულოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიისგან საახალწლო საჩუქარი, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებთან ერთად, ჯამში 8870-მა პირმა მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.