რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქტივისტი ნენე გაბლაია დააკავეს

თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქტივისტი ნენე გაბლაია დააკავეს.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული.
აღნიშნული მუხლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარებას გულისხმობს და 500 ლარის ჯარიმას და ცივი იარაღის კონფისკაციას ითვალისწინებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი აქტივისტის, არჩილ გოჩიტაშვილის და ნოდარ ჩაჩანიძის დაკავებაზე. თუმცა მათთან დაკავშირებით შსს ჯერ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე