რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ახალგაზრდები 2 200-2 200 ლარით დააჯარიმეს

რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ახალგაზრდები, 18 წლის ოთარ კვარაცხელია და 23 წლის რატი ტყემალაძე, სასამართლომ 2 200-2 200 ლარით დააჯარიმა.
კვარაცხელია და ტყემალაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და 174-ე პრიმა – შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლებით იყვნენ დაკავებულები.
ახალგაზრდები 18 იანვარს ღამით იმ დროს დააკავეს, როცა ისინი საპროტესტო აქციიდან მოდიოდნენ. მომხდარის შემსწრე მეგობრები ჰყვებოდნენ, რომ ეს გააკეთეს პირებმა, რომელთაც არც პოლიციის ფორმა სცმიათ და არც თავი წარუდგენიათ, არამედ მოულოდნელად დაესხნენ თავს, არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, უბრალოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ახალგაზრდები მანქანაში და წაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არც დაკავებულების ახლობლებსა და ადვოკატს, არც მედიას არ აწვდიდა ზუსტ ინფორმაციას, რომელ იზოლატორში იყვნენ გადაყვანილები. ისინი სავარაუდოდ, ნიღბების ტარების გამო დააკავეს.
როგორც მათი ადვოკატები აცხადებენ, ახალგაზრდები შეცდომით დააკავეს, რამდენადაც კრიმინალური პოლიცია მათ ნაცვლად ეძებდა ადამიანებს, ვისზეც ფლობდა ინფორმაციას, რომ ჰქონდათ პიროტექნიკა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შეეშალათ და აედევნენ სხვა ადამიანებს, რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია მაინც დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…