არქივი25 იანვარი, 2024, 08:53
რუსთაველის ეროვნულ თეატრში ზაზა მარჯანიშვილის 55 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა
"ორშაბათის ღამის სიზმარი" - რუსთაველის ეროვნულ თეატრში ზაზა მარჯანიშვილის 55 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
კონცერტზე, კომპოზიტორის ახალი ნაწარმოებები ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ბენდთან ერთად შეასრულა, რომელსაც კახი სოლომნიშვილმა უდირიჟორა.
კომპოზიტორის ნაწარმოებებზე, სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის "სუხიშვილებმა" ახალი ცეკვა დადგეს, რომლის პრემიერაც ზაზა მარჯანიშვილის კონცერტზე შედგა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.