რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის წინ თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაბრაზებული მოქალაქეები იკრიბებიან.
შეგახსენებთ, ე.წ. პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს წყვეტენ.
ამ გამოსვლის შემდეგ, მალევე დაანონსდა საპროტესტო გამოსვლები. მოქალაქეები თვითდინებით პარლამენტის, “ქართული ოცნების” ოფისისა და პრეზიდენტის სასახლესთან იკრიბებიან.
გორგასლის ქუჩიდან ადამიანები მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. აქციის მონაწილეებს ხალხი ხვდება მანქანების სიგნალებით, ან ტაშით ფანჯრებიდან და შეძახილებით.
პარალელურად, აქციებია რეგიონებშიც. გზები გადაკეტილია ზუგდიდში, გორში, ბათუმში, ქუთაისში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!