რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – პარლამენტთან ფილმის ჩვენებაა

დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტილია – მიუხედავად უამინდობისა, პროტესტის 133-ე დღესაც მოქალაქეები ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით დგანან და ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს რუსეთისთვის მიბარებაზე უარს ეუბნებიან.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენება მიმდინარეობს, რომელიც “ფედერალისტებმა” მოამზადა. თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ფილმში რუსული სისასტიკე და ყველა ის გამოწვევაა აღწერილი, რომლის წინაშეც საქართველო დღესაც დგას.
ჩვენ, ფედერალისტებს მყარად გვჯერა, რომ ქართველებს ბევრი რამ გვაერთიანებს. პირველ რიგში, ეს არის ისტორია, ჩვენი აწმყო. ჩვენი აწმყო შობილი არის ჩვენი წარსულისგან და ამის ჩვენება გვინდა, რომ ჩვენ ერთ დროს ერთად ვიბრძოდით ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ერთად მოვიპოვეთ, ერთად გვიხაროდა და ახლა ერთად არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა რუსულ რეჟიმს, რომ ეს დამოუკიდებლობა დაგვაკარგვინოს”. – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილის პატრონები, თუ წყალი დგას ქუჩაზე, უნდა გააჩეროთ მანქანა და იფიქროთ თავის გადარჩენაზე – წყლის დონე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს ავტომობილით გადაადგილებისას”

ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…