პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას მართავენ

უწყვეტი პროტესტის 372-ე დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას მართავენ.
დემონსტრანტები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობის ადმინისტრაციასთან იქნება სიტყვით გამოსვლები, შემდეგ კი ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდებიან.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
ერთ წელზე მეტია აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.