არქივი17 ოქტომბერი, 2025, 20:37
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
„დავდგეთ რუსთაველზე ერთად. ახალი რეპრესიული კანონები უკვე ძალაშია, ამიტომ დღეს რუსთაველზე უნდა ვიყოთ ბევრნი. დავდგეთ დღეს ერთად, გამარჯვებამდე“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საკანონმდებლო ორგანოს წინ უწყვეტი პროტესტი 324-ე დღეა მიმდინარეობს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.