არქივი27 სექტემბერი, 2025, 21:50
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

უწყვეტი პროტესტის 304-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც საკანონმდელო ორგანოსთან გმირთა მოედნიდან მივიდნენ სლოგანით „აფხაზეთი საქართველოა - არა რუსულ რეჟიმს“. მოქალაქეებმა სოხუმის დაცვის დღესთან დაკავშირებით ომში დაღუპული გმირების სახელები და გვარები წაიკითხეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.