ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია.
საპოლიციო კორდონი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს არ გამოჩენილა, სრულად თავისუფალი იყო როგორც ჩიტაძის, ისე ჭიჭინაძის ქუჩა.
ცენტრალური გამზირის სიახლოვეს მხოლოდ რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი პატრულირებდა.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები უკვე 14 დღეა “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს.
ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.