პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 144-ე დღეა, რაც ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
ამასთან, მოქალაქეების ნაწილი პარლამენტისკენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მსვლელობით მიემართება.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა საპროტესტო შინაარსის ბანერები.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, დღესასწაულზე საზოგადოების შეკრებით კიდევ ერთხელ აჩვენებენ ერთობას და მის მნიშვნელობას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.