არქივი18 დეკემბერი 2024, 20:39
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე 21-ე დღეა პროტესტი მიმდინარეობს.
დღეს, მოქალაქეებმა სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმეს მარში, 20:00 საათზე კი ყველა მარში რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა.
კერძოდ, განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს - ევროპული ფონდების ყოფილმა სტიპენდიატებმა. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე - მრავალფეროვნების მარში გაიმართა, ხოლო, განათლების სამინისტროდან - მასწავლებლების მარში შედგა.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.