არქივი5 დეკემბერი, 2024, 04:50
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.
უფრო ადრე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სპეციალური დანიშნულების რაზმმა. ამასთან, საპოლიციო ძალები გავიდნენ თავისუფლების მოედნიდანაც. პერიმეტრიდან გაიყვანეს სპეცტექნიკაც.
შეგახსენებთ, უკვე მეშვიდე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.