რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ შიმშილობა დაიწყო

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ადვოკატი, მარიკა არევაძე ავრცელებს.
არევaძემ ჩილაჩავა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.
„შემაძრწუნებელი სანახავი იყო, როგორ მოჰყავთ ბებო და გისოსებს მიღმა მის გულზე ჩანს წარწერა „გაგრა”! აზა მხნედ არის, უშიშრად, როგორც სჩვევია. დაიწყო შიმშილობა, ბევრი თხოვნის მიუხედავად აზრი ვერ შევაცვლევინეთ (შიმშილობა წყლის გარეშე)”, – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, აზა ჩილაჩავა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. ჩილაჩავა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში აქამდეც იყო მიცემული, თუმცა, მას მაშინ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…